მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„თანამებრძოლების ინფორმაციით, „ქართველი პარტიზანების“ მეთაურის, დავით ქუქჩიშვილის ავტომობილი, ნაღმზე მაშინ აფეთქდა, როცა იგი დაჭრილი და დაღუპული მებრძოლების ველიდან გამოყვანას ცდილობდა. ქართველი მეომარი 26 ივნისს დაიღუპა.

49 წლის დავით ქუქჩიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, უკრაინაში კი, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, 2014 წლიდან იბრძოდა.

დავით ქუქჩიშვილი, დღეს, რუსთავში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!

ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი, საქართველოდან, უკრაინაში, 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 100-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი