მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად
კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად

იმედი|imedinews.ge

ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად, - განუცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა კობა ლიკლიკაძემ „ქრონიკას“.

მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული საკუთარ ხალხს და მეომრებს დააბრალა, რის გამოც მან სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.

„ყველა კონფლიქტში ვარ ნამყოფი საქართველოს ტერიტორიაზე და იმ კონფლიქტებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად. რაც მთავარია, ცუდი სიგნალი გაუგზავნა სეპარატისტებს - კრემლის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც არაფრით სურთ აფხაზებსა და ქართველებს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს. სარჩელი თუ შევა პროკურატურაში და ასეა განწყობილი ყველა და [ვეტერანთა] სამსახურის დირექტორიც, მიმართვის მთავარი არსი იქნება ის, რომ სამართლებრივად შეფასდეს, რამდენად არის ზიანის შემცველი ეს განცხადება და შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს“, - აღნიშნა ლიკლიკაძემ.

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარიანეტგაზეთი
  • "გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩიატვ პირველი
  • პრემიერი: ბარამიძის განცხადება იყო ამაზრზენი, ამის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებარუსთავი 2
  • ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძესფორმულა
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია

საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის

საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის

იმედი