მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა
კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე ისაუბრა. მან სამხედრო ინსტრუქტორებსა და პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ასევე, მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.

„ჯარის ბანაკის“ მერვე როტაციის მონაწილეებს სერტიფიკატები, საჩუქრები, ხოლო პროექტის მონაწილე უწყებების წარმომადგენლებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორმა ქვედანაყოფმა — კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლამ უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, პროექტში საქართველოს მასშტაბით IX–XI კლასების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ უკვე მეოთხე წელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

იმედი

საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

იმედი

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იმედი