მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს
კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს

კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს

იმედი|imedinews.ge

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.

მიმდინარე კვირაში ზელენსკიმ წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და აშშ-ის კონგრესის წევრებს, რომელშიც Patriot-ის დამატებითი სისტემები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები მოითხოვა.

ორშაბათს რუსეთმა გააფრთხილა უცხოელები და დიპლომატები, დაეტოვებინათ კიევი და განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამიზნეებზე „სისტემატურ დარტყმებს“ განახორციელებდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, კვირას განხორციელებული ბოლო მასირებული იერიშის დროს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 30 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელთაგან მხოლოდ 11-ის ჩამოგდება მოხერხდა.

კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კონექტიკუტის შტატის სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ წარსულში შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ დააკმაყოფილა კიევის მოთხოვნები დამატებითი შეიარაღების შესახებ.

„ჩემი იმედი და მოლოდინი ისეთია, რომ ამერიკა დადებითად უპასუხებს ამ თხოვნას“, - განაცხადა ბლუმენტალმა, რომელიც თანაპარტიელ „დემოკრატთან“, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯიმ ჰაიმსთან ერთად გამოდიოდა.

ბლუმენტალის თქმით, ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე ორივე კონგრესმენი ლობირებას გაუწევს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას: „ჩვენს მისიადაა მიჩნეული, რომ დაბრუნებისას დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას აქვს შესაბამისი საშუალებები ამ საქმის გასაკეთებლად“.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, უკრაინა Patriot-ის რაკეტებს ნატოს „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში ყიდულობს, რომელსაც მისი ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ.

თავის წერილში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ PURL-ის ფარგლებში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ტემპი აღარ შეესაბამება იმ საფრთხის მასშტაბებს, რომლის წინაშეც უკრაინა დგას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →საჰაერო →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი