მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად - ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა
ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად - ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა

ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად - ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა

იმედი|imedinews.ge

ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა. მის განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს. პაატა კუნჭულია წერს, რომ მისი ყველა ნაბიჯი ოზურგეთელების ინტერესებს ეფუძნებოდა.

ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. როგორც კუნჭულიამ აღნიშნა, ამ შედეგით ამაყობს და თითოეულ თანამშრომელს, ასევე ხალხს მადლობას უხდის.

მისივე თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.

საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.

ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე.

ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…

ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე.

უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს - ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდში მედექით, თქვენი თავდადებითა და გვერდში დგომით, ჩვენ დღეს უკეთეს

და უფრო ძლიერ ოზურგეთიში ვცხოვრობთ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს, თქვენი თანადგომა, სიყვარული იყო ჩემი მთავარი ძალა, პასუხისმგებლობა და სიამაყე.

ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და მის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის — მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად",- დაწერა პაატა კუნჭულიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • კრემლის გზავნილი "ოცნებას"ტვ პირველი
  • „ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებსფორმულა
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ" - პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზერუსთავი 2
ოცნების →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება

ცოტნე ანანიძე: იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, არადა, „ნაცების” მოსვლამდე არსებობდა ნამდვილი სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია

აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს

აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს

იმედი

კობა კობალაძე: 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი - მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, გადავლახოთ ტკივილი, ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში