მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლებლების საჭიროებები და სხვადასხვა კუთხით არსებული გამოწვევები. კულტურის მინისტრმა დარგის წარმომადგენლებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელების მოსაზრებები მოისმინა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მზად არის როგორც შემოქმედებითი და სასწავლო, ასევე ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მხრივ არსებული საკითხები დარგის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე განიხილოს და შესაბამისი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები მიიღოს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და სახელოვნებო განათლების და მუსიკალური ხელოვნების სამმართველოს უფროსი თამარ წულუკიძე.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 244 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →მოადგილე →კულტურის →

მსგავსი სტატიები

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ აბრალებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

იმედი

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა

იმედი