მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას საქმიანობს ფრანგული საინვესტიციო ბანკი Natixis-ი, რომლის მენეჯმენტიც ფინანსთა მინისტრს შეხვდა
რას საქმიანობს ფრანგული საინვესტიციო ბანკი Natixis-ი, რომლის მენეჯმენტიც ფინანსთა მინისტრს შეხვდა

რას საქმიანობს ფრანგული საინვესტიციო ბანკი Natixis-ი, რომლის მენეჯმენტიც ფინანსთა მინისტრს შეხვდა

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 19:58|bm.ge

ფრანგული საინვესტიციო ბანკის Natixis-ის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელს, ვინსენტ კარის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელს, მიჰაი მოსნიანუს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

რა არის Natixis?

Natixis ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, აქტივებისა და ქონების მართვის მიმართულებებით ოპერირებს. ის საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფის, Groupe BPCE-ის გლობალური კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო, ასევე აქტივებისა და ქონების მართვის შვილობილი კომპანიაა. BPCE საფრანგეთის სიდიდით მეორე საბანკო ჯგუფია.

2021 წლის ივლისში Groupe BPCE-მ Natixis-ის აქციების გამოსყიდვის პროცესი დაასრულა, რის შემდეგაც ბანკი პარიზის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა და მისი კაპიტალის თითქმის 100% BPCE-ის მფლობელობაში გადავიდა.

Natixis-ის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ესენია კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგის სერვისები, ასევე კერძო ინვესტორებისთვის აქტივების და ქონების მართვის მომსახურების მიწოდება.

Natixis-ის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბანკის კონსოლიდირებულმა აქტივებმა 522 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება. ამავე პერიოდში ბანკის შემოსავალი 8.27 მილიარდი ევრო იყო, წლიური ზრდა კი 1.9%-ს შეადგენდა.

2025 წელს Natixis-ის წმინდა მოგებამ 1.361 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.7%-იანი ზრდაა. ამასთან, საოპერაციო მთლიანი მოგება 6.2%-ით, 2.18 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო გადასახადებამდე მოგება 3.7%-ით, 1.977 მილიარდ ევრომდე დაეცა.

ბანკის საინვესტიციო საბანკო მიმართულების შემოსავალი 2025 წელს 8.6%-ით გაიზარდა და 4.817 მილიარდი ევრო შეადგინა. აქტივებისა და ქონების მართვის მიმართულების შემოსავალი კი 0.8%-ით შემცირდა და 3.506 მილიარდი ევრო იყო.

Natixis მსოფლიოს 35 ქვეყანაში ოპერირებს და დაახლოებით 15,400 თანამშრომელს ასაქმებს. მისი საინვესტიციო საბანკო მიმართულება დაახლოებით 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო შემოსავლების დაახლოებით ორი მესამედი საფრანგეთის ფარგლებს გარეთ საქმიანობაზე მოდის.

Natixis-ის საერთაშორისო გაფართოების ერთ-ერთი მიმართულება განვითარებადი ბაზრებია. 2025 წელს ბანკმა იაპონიაში სრულფასოვანი საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო, ასევე მოიპოვა ინდოეთში, GIFT City-ში, ფილიალის გახსნისთვის საჭირო მარეგულირებელი თანხმობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Natixis-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას უწყების მხრიდან მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა ესწრებოდნენ.

ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, უკავშირდება თუ არა Natixis-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი კონკრეტული საინვესტიციო პროექტის ან გარიგების განხილვას. საუბარი, უწყების ცნობით, ძირითადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს შეეხო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE