მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ფიცს დადებენ ჩვენი წვევამდელები. ჩატარდება აღლუმი. დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობს ყველა სამინისტრო.

„კულტურული ღონისძიებები მთელ საქართველოში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად წარვადგენთ ღვინოსა და ხორბალს. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხეები; გამოტანილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი - ქართველი მეწარმეების ნახელავი.

ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხვალ დიდი სახალხო ზეიმი ღირსეულად ჩავატაროთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ჩატარდება გალაკონცერტი.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება სლოგანით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი