მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - თამარ ლილუაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილესთან - გიორგი ანდღულაძესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლუჩანო მესი.

"იტალიაში - საოპერო ხელოვნების სამშობლოში, იქ, სადაც ოპერა უმაღლეს მწვერვალზეა, ჩვენ წარვდექით დიდი ტრადიციით, რომლის საუკეთესო გამოხატულებაა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".

ჩვენი ხელოვანების მიმართ დამსწრე საზოგადოებამ დიდი პატივისცემა გამოხატა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ჩვენ მზად ვართ იტალიის ოპერის თეატრებთან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ვფიქრობ, რომ მომავალში ბევრი ერთობლივი პროექტი გვექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია.

საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი „მამული“.

პარმის სამეფო თეატრში „აბესალომ და ეთერის" პრემიერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციას.

დადგმა პროექტის - „ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები“ ფარგლებში განხორციელდა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →სამინისტროს →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით