მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ საღამოზე მსმენელის წინაშე, ორკესტრთან ერთად, ცნობილი სოლისტი - მაჩეი კულაკოვსკი (ჩელო) წარდგა. შესრულდა ანტონინ დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (სი მინორი, თხზ. 104) და პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია №6, „პათეტიკური“ (თხზ. 74). კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისს პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი ეწვია. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ორკესტრს სახელოვანი ქართველი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ისე ხვალ, მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს კლასიკური მუსიკის იმ მაღალი ხარისხით, რასაც ბატონი გოგი და ასეთი დიდი ტრადიციების მქონე სიმფონიური ორკესტრი გვთავაზობენ. დღევანდელ საღამოს მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია და ოვაციები სწორედ ამაზე მეტყველებს.

მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მაესტრო გოგი ჭიჭინაძეს და ყველას, ვინც ამ მუსიკალური ზეიმის შექმნაში მონაწილეობდა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

ხვალ, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის მეორე კონცერტი გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი