მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პროფესორმა კლაუდიო მარგოტინიმ შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.

„ვიზიტის ფარგლებში შეფასებული მდგომარეობისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, დაიგეგმა ძეგლზე ჩასატარებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა გრძელვადიანი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხები.

სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი. კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების დამონტაჟება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.

ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

იმედი

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

იმედი

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

იმედი

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია უძღვება, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ სფეროში, რომელზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში