მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს
კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

იმედი|imedinews.ge

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს.

ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. მათზე დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შეარჩიეს 7 დამატკბობელი, რომლებიც ან საერთოდ არ შეიცავს კალორიებს, ან შეიცავს მათ მინიმალური რაოდენობით. მათ რიცხვში შევიდა ასპარტამი, სახარინი, აცესულფამ კალიუმი, ერიტრიტოლი, ქსილიტოლი, სორბიტოლი და ტაგატოზა. მათ ხშირად ამატებენ არომატიზებულ წყალში, უალკოჰოლო და ენერგეტიკულ სასმელებში, იოგურტებსა და დაბალკალორიულ დესერტებში.

ამის შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გადიოდნენ. იზომებოდა ტვინის მუშაობის რამდენიმე ასპექტი, მათ შორის მეტყველების გამართულობა, სამუშაო მეხსიერება, სიტყვების აღდგენის უნარი და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე.

კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც შაქრის შემცვლელებს დიდი რაოდენობით მოიხმარდა, კოგნიტური უნარები 62%-ით უფრო სწრაფად უქვეითდებოდათ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დიაბეტის მქონე ადამიანებში. ასეთი განსხვავება 1,5 წელზე მეტით დამატებით დაბერებას უდრის.

„დაბალკალორიული და უალკოჰოლო/უკალორიო დამატკბობლები ხშირად შაქრის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთ მათგანს დროთა განმავლობაში შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტვინის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს კვლევის ავტორი, სან-პაულუს უნივერსიტეტის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი კლაუდია კიმი სუემოტო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ