მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე
ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე

იმედი|imedinews.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში და პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!

„კონფლიქტის მოგვარება, პირველ რიგში, იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, რომელსაც დღეს თანადგომა სჭირდება. ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად.

- განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება „ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე.

- მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“ - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ჩემი აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთს 3 000 ტონა საწვავის ზღვით მიეწოდა - ვახტანგ იობაშვილიBM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა

POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება

POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება

იმედი

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია

იმედი