
POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება
იმედი|imedinews.ge
ევროკავშირის პესტიციდების ახალი წესები საუზმეს მნიშვნელოვნად გააძვირებს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა POLITICO ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიორებს პესტიციდების გამოყენებისას გაერთიანების სტანდარტების დაცვა მოსთხოვა.
გამოცემა წერს, რომ ახალი მოთხოვნები გაართულებს მიწოდების ჯაჭვს და იმპორტიორებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანა გაუძვირდებათ.
ახალი რეგულაციების ამოქმედებისას ევროპაში მკვეთრად გაიზრდება ისეთი პროდუქტების ფასი, როგორიც არის: ყავა, ციტრუსი, მარცვლეული და კენკროვანი კულტურები.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge