მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

იმედი|imedinews.ge

დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ულოცავს შიო მესამეს აღსაყდრებას და აცხადებს, რომ ეს არის „ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება“.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად ქვეყანაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეროვნულ თვითმყოფადობას და სარწმუნოებას მიზანმიმართულად ებრძვიან და ასუსტებენ.

„დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა.

მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით.

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას!

ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკლესია, რომელიც იქნება ხალხის, ოჯახის, ისტორიისა და სამშობლოს დამცველი.

აქვე იმასაც ვიტყვი რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ტკივილად და იმედად. მჯერა დადგება დღე, როდესაც აფხაზეთში ისევ თავისუფლად აჟღერდება ქართული ლოცვა, აღდგება ჩვენი ტაძრები და საქართველო სულიერადაც და ტერიტორიულადაც გამთლიანდება. სწორედ ასეთ დროს ეკლესიის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ ყოველივეს წინამძღოლად, ერთგვარ მშვიდობის ელჩის ფუნქციაც ახალმა პატრიარქმა შიომ უნდა იტვირთოს უფლის წყალობით.

ილია მეორის ეპოქამ საქართველოს ასწავლა, რომ ეკლესია მხოლოდ რწმენის ადგილი არ არის - იგი ეროვნული გადარჩენის ბურჯია. ამ გზის გაგრძელება კი დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

ღმერთმა დალოცოს მეუფე შიო, გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და გაამთლიანოს საქართველო“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით