მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლანა ცანავა: ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე - იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა
ლანა ცანავა: ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე - იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა

ლანა ცანავა: ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე - იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა

იმედი|imedinews.ge

რაც უფრო მაღალია სიჩქარის გადაჭარბების ხარისხი, მით მეტადაა მოსალოდნელი, რომ დადგეს მძიმე შედეგი. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ საგზაო უსაფრთხოების წესებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებზე საუბრისას.

მან ისაუბრა რა წილი აქვს სიჩქარის გადაჭარბებას უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში.

„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ სიჩქარის გადაჭარბების დროს მნიშვნელოვანია, რა ხარისხით ხდება სიჩქარის გადაჭარბება. უმნიშვნელოა, 15კმ/სთ-ია, 20კმ/სთ-ით, თუ ეს შეიძლება იყოს 50, 60, 80კმ/სთ, ანუ დაახლოებით რა სიჩქარეს ავითარებს, ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დადგება ფატალური შედეგი.

რაც უფრო მაღალია სიჩქარის გადაჭარბების ხარისხი, მით მეტადაა მოსალოდნელი, რომ დადგეს მძიმე შედეგი. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება. სწორედ ამ ფარგლებში მოხდა ჯარიმების ჩაშლა სიჩქარის გადაჭარბებასთან მიმართებაში და იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა“, - აღნიშნა ცანავამ.

მისივე თქმით, ჯარიმების გრადაცია თვითონ სიჩქარის გადაჭარბების ხარისხთან მიმართებაში გაკეთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ლანა ცანავას განცხადებით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით.

ცნობისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმები მცირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარიფორმულა
  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
ლარი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი