მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში
ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში

ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში

იმედი|imedinews.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი რეგიონში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. საქართველოს რკინიგზა კი იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. აღნიშნული ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და საქართველოს როლს გაზრდის შუა დერეფანში“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას მოიცავს: რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ-ს და აშენდა 27 კმ სიგრძის ახალი, ევროპული სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში ოპერირების მიუხედავად, ტვირთების მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა. არსებუილი პროგნოზით, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ ტვირთების გადაზიდვა 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზა აღნიშნულ მონაკვეთზე ექსკლუზიური ოპერატორი იქნება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯონ მირშაიმერი: ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ ჩვენ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიომოთ, რაც ჩემი აზრით, მორალური სისაძაგლეა. უკრაინელები ამ ომს წააგებენ

ჯონ მირშაიმერი: ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ ჩვენ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიომოთ, რაც ჩემი აზრით, მორალური სისაძაგლეა. უკრაინელები ამ ომს წააგებენ

იმედი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

იმედი

რუსეთი 3 ივნისიდან სომხური კარტოფილის, ბადრიჯნისა და ჩირის იმპორტს კრძალავს

რუსეთი 3 ივნისიდან სომხური კარტოფილის, ბადრიჯნისა და ჩირის იმპორტს კრძალავს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: ეს არის სწორი მიმართულება. არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული