მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში
ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

იმედი|imedinews.ge

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ დღისთვის გათვალისწინებულია მრავალი ტიპის ღონისძიება ყველა ასაკის და გემოვნების სტუმრისთვის.

„გათვალისწინებულია მრავალი ტიპის ღონისძიება, რომელშიც შედის ბავშვებისთვის და დიდებისთვის სხვადასხვა სახის პერფორმანსები. წარმოდგენილი იქნება გაცნობითი სახის ფოტომასალა, იქნება კერძების დაგემოვნება, წარმოდგენილი იქნება ღვინო, განსაკუთრებით ამბროლაურში, სადაც პროფილური ღონისძიება იქნება.

დანარჩენ ადგილებში ბავშვებს შეუძლიათ თავად მიიღონ მონაწილეობა გარკვეულ ღონისძიებებში და ნახონ თავიანთი საყვარელი ზღაპრის გმირების პერსონაჟები“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით, პომპეზურად აღინიშნება. 26 მაისს, ყველა რეგიონი სტუმრებს განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს, საერთო იდეის ირგვლივ, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს ეძღვნება. ძირითადი მასპინძლები სამინისტროები იქნებიან, რომლებიც სტუმრებს საკუთარი სივრცით დახვდებიან. გამოიფინება სამხედრო აღჭურვილობა, ღონისძიების მთავარი ნაწილი კი ტრადიციულად ახალწვეული სამხედროების ფიცის დადება იქნება, 12 ისტორიულ ადგილზე, მათ შორის წელს პირველად, ილია მეორის სოფელ სნოში. ასევე, ისტორიულ დროს 17 საათსა და 10 წუთზე სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

იმედი

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

იმედი