მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლავროვი ბრიტანეთს რუსეთზე დარტყმებში „პირდაპირი მონაწილეობის“ გამო დაემუქრა
ლავროვი ბრიტანეთს რუსეთზე დარტყმებში „პირდაპირი მონაწილეობის“ გამო დაემუქრა

ლავროვი ბრიტანეთს რუსეთზე დარტყმებში „პირდაპირი მონაწილეობის“ გამო დაემუქრა

იმედი|imedinews.ge

მოსკოვი ლონდონს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთ Times-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის ბრიტანული კომპანიების მიერ წარმოების დრონები გამოიყენეს. ლავროვის განცხადებით, ეს ფაქტი ბრიტანეთის ომში ჩართვად შეიძლება იყოს განხილული, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

„მეცოდება დიდი ბრიტანეთი, თუ ის უკრაინის მხარეს ბოლომდე დარჩება. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ მსოფლიო ოკეანეს ნებისმიერ ნაწილში, თუკი ვინმე ჩვენს ინტერესებსა და ჩვენს საკუთრებას ხელყოფს. ჩვენ ასევე გვაქვს სრული უფლება, ბრიტანეთის სარაკეტო ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში პირდაპირ, ამაყად გაცხადებული მონაწილეობა ომში ჩართვად განვიხილოთ. ამას ყველა შესაბამისი შედეგი მოჰყვება.“, - განაცხადა ლავროვმა.

Times-ი წერდა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

იმედი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება

იმედი

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

იმედი