მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური

ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური

იმედი|imedinews.ge

ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისა და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმით მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც, უხვი ნალექის გამო, გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით, ასევე იწმინდება გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმით განაგრძობს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერიაBM.GE
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

იმედი

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

იმედი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება

ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება

იმედი