მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად
The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად

The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად

იმედი|imedinews.ge

როდესაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კამპანია ექვსი თვის წინ დაიწყო, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სწრაფი და გადამწყვეტი დარტყმის პირობა დადო, რაც ხანგრძლივ ჩართულობას ააცილებდა ქვეყანას - თუმცა, საკითხში ჩახედული პირების ცნობით, იგი ჩუმად ახანგრძლივებს ჯარების განლაგების ვადებს, რაც იმის ნიშანია, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, მომავალ წლამდეც გაჭიანურდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი მოქნილი სამხედრო სტრატეგიის ნაწილია, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპს ომის მიმდინარეობისას მანევრირებისა და ალტერნატივების არჩევის საშუალება უნდა მისცეს.

თუმცა, რეგიონში 19 საბრძოლო ხომალდის, საჰაერო თავდაცვის შენაერთების, საჰაერო ესკადრილიებისა და სადესანტო ძალების მობილიზება სერიოზულად ტვირთავს სამხედროებსა და მათ ოჯახებს. გარდა ამისა, იქმნება ტექნიკური მომსახურების დეფიციტი, რომლის აღმოფხვრასაც, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

პენტაგონის ეს ყოვლისმომცველი მიდგომა იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ტრამპი ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს აგზავნის იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება შემდეგ.

ბოლო კვირებში ტრამპმა ეკონომიკური ზეწოლის კამპანია აირჩია იმ იმედით, რომ ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდა. თუმცა თეირანს უკან დახევის არანაირი ნიშანი არ უჩვენებია, ხოლო აშშ და ირანი ცეცხლის გაცვლას განაგრძობენ მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად - აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები და აღნიშნავენ, რომ ტრამპის თქმით, იგი ამ იდეას ემხრობა. ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპი მრჩევლებს ასევე ეუბნება, რომ სჯერა - ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება რეჟიმს საბოლოოდ აიძულებს, ან ბირთვული პროგრამა გააუქმოს, ან ჩამოიშალოს.

მრჩევლები ტრამპს აფრთხილებენ, რომ ირანის ომის ესკალაციამ, ბოლო დროს გახშირებული საპასუხო დარტყმების მიღმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას „რესპუბლიკელთა“ პერსპექტივებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას არჩევნების შესაძლო შედეგებს არ ითვალისწინებს.

ვიდრე ტრამპი საკუთარი სტრატეგიის შედეგებს ელოდება, პენტაგონი რეგიონში 50-ათასიან სამხედრო კონტინგენტს ინარჩუნებს - ეს ამერიკის პრეზიდენტს მოქმედების თავისუფლებასა და მანევრირების საშუალებას აძლევს.

ამერიკელი სამხედროების ამოცანა ამჟამად ირანული რაკეტების მოგერიება, სრუტეში სავაჭრო გემების გაცილება და ირანის პორტების ბლოკადაა.

ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან ფართომასშტაბური შეტევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ამერიკაში ტრამპის გამოსახულებით $1-იანი მონეტა ჩაეშვაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა

იმედი

დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით

თენგიზ შარმანაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: პროკურატურამ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა. გამოიკითხება ეს ხალხი და ნათლად დავინახავთ - ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რამე ხელშესახები ჰქონდათ, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდნენ