
ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგ არ იქნება, თუ რუსეთი თავისი სამხედრო ბაზის ქვეყნიდან გაყვანას გადაწყვეტს.
„ამ პერიოდის განმავლობაში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი არცერთხელ არ დაგვიყენებია და საქმე ის არ არის, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებლად მივიჩნევთ. თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ეს საკითხები არასდროს წამოგვიჭრია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთში არსებული სამხედრო ბაზის თემას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეეხო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს სომხეთს საკუთარი სამხედრო ყოფნა თავს მოახვიოს და თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, რუსეთს წასვლა დაუყოვნებლივ შეუძლია.
იმედი
წყარო: imedinews.ge