მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს

იმედი|imedinews.ge

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მათ შორის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი, გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო, დროებით გარე სამყაროს მოწყდა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. მობილიზებული არიან რეგიონული სამსახურები.

„ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და დამატებით, წმენდის პროცესში ორი ერთეული მძიმე ტექნიკა ჩაერთვება. ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდგომ დავიწყებთ შიდასასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ასევე შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც ადგილზე ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს და ვაკონტროლებთ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი