მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, ასევე, შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც ამ პერიოდამდე 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, ასევე, შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც ამ პერიოდამდე 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედამხედველობის მეშვეობით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ეს პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი მმართველობისთვის, არამედ აუცილებელია საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის, ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირებისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც მაკოორდინირებელი უწყების როლზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებზე, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე.

ხაზი გაესვა მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმების მნიშვნელოვან როლს საჯარო ინსტიტუტების კეთილსინდისიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

"საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. ასევე, მონიტორინგის ნაწილში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში და 2026 წლის ამ პერიოდისთვის 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს. ასევე, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ბოლო ცვლილებებით, მას ანტიკორუფციული ბიურო შეუერთდა და ანტიკორუფციული ბიურო გახდა კონსტიტუციური ორგანოს ნაწილი, რაც მის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა