მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული აქტივისტების საქმიანობას აკრიტიკებს და მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს ჯგუფები სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებაში არაერთ დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ კამპანიას აწარმოებდნენ.

მაჭავარიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე და აცხადებს, რომ მათი მიზანი საქართველოს ომში ჩართვისთვის ხელისუფლებაზე ზეწოლა იყო. ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოებულ კამპანიაზე, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნაზე და ქვეყნის რეპუტაციის საერთაშორისო დონეზე დაზიანების მცდელობებზე.

პოსტში კრიტიკულად არის შეფასებული ოპოზიციის დამოკიდებულება ჩინეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიმართ.

გარდა ამისა, პოსტში საუბარია ეკლესიის, პოლიციისა და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ კრიტიკაზე, ასევე ლგბტ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. საბოლოოდ, მაჭავარიანი ამ ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„წინა პოსტებში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ წარმოებული „აფერისტული“ კამპანია - „რუსული კანონი“ - და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მათი მხრიდან დაორგანიზებული აქციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების იძულებას, დათანხმებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას - ანუ ომში ჩართვას.

მინდა საზოგადოებას ასევე გავახსენო ამ აქტორების თაღლითური კამპანია, თითქოს სააკაშვილს ვაწამებდით და ვკლავდით. ისინი რამდენიმე წელი ცდილობდნენ, თავისი ფაშისტური მეთოდებით საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. რა თქმა უნდა, სხვა ქმედებებთან ერთად, ესეც მათ გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით ხდებოდა და, ეს ზღაპარი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ელჩმა დემარშიც კი მოგვიწყო. გვახსოვს მათ მიერ გაგზავნილი წერილები ბრიუსელში, სადაც საქართველოს დასანქცირებას ითხოვდნენ. ისინი ბრიუსელს „ეხვეწებოდნენ“, რომ საქართველოსთან გაეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა. არც ის დაგვიწყებია, ცრუ ჩვენებებს როგორ აძლევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნის დასასმენად.

აგენტურა აგრესიულ კამპანიას აწარმოებდა, თითქოს საქართველო „შავი ხვრელი“ იყო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ცდილობდა. გვახსოვს აშშ-ის სანქციების კოორდინატორის, ბატონი ჯეიმს ო’ბრაენის, და ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დევიდ ო’სალივანის, არაერთი მადლობა ჩვენი ხელისუფლებისთვის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის.

როდესაც ეს რადიკალები ხელს გვიშლიდნენ და საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან გვაშორებდა, შემდეგ ვიხილეთ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ვიზიტები ჩინეთში. ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდან ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები.

როდესაც ეს მავნებლები შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენს გაღრმავებულ ურთიერთობებზე ქილიკითა და ღლიცინით საუბრობდნენ, ვიხილეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტას, კაია კალასისა და მარტა კოსის ვიზიტები აღნიშნულ რეგიონში. ევროკავშირმა, ისევე როგორც ჩინეთთან, ამ შემთხვევაშიც დაადასტურა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. რადიკალები თავიანთი ბინძური პროპაგანდით ცდილობდნენ, მოქალაქეები რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ განეწყოთ და ჩაეშალათ უმსხვილესი ინვესტორის საქართველოში შემოსვლა. „რუსეთიზაციის“, „ჩინეთიზაციისა“ და „ირანიზაციის“ ბინძური კამპანიების შემდეგ, ჯერი უკვე „არაბიზაციაზე“ მიდგა, თუმცა ტყუილებზე დაფუძნებული ეს ნარატივიც ჩაუვარდათ.

აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში. არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში „რჩევების“ აკერმანისგან და ორგანიზაცია „კანვასისგან“ მიღებას. ბოლოს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“ გზამკვლევიც კი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, თუ როგორ გადაჰყავდათ პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც, მეტი სიმწვავისთვის, მსხვერპლიც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა. თავიანთ პატრონებთან ერთად, პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას მშვიდობიან დემონსტრაციად გვასაღებდნენ.

როდესაც აგენტურული პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო და ქართველმა ხალხმა ისინი მორიგ ჯერზე დაამარცხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გვახსოვს მათი თაღლითური კამპანიები 400 000 გაყალბებულ ხმასა და 100 000 ჩამორთმეულ პირადობაზე.

ეს მავნებლები წლების განმავლობაში აწარმოებდნენ შეურაცხმყოფელ კამპანიებს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. უბინძურესი მეთოდებით ცდილობდნენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას. აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონს, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს და გამორიცხავს LGBT დღის წესრიგის შეტანას სკოლებსა და ბაღებში. უკლებლივ ყველა აგენტურული პარტია, მდიდარი NGO და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტი დადგა LGBT პროპაგანდის მხარეს. რადიკალები არც იმას მოერიდნენ, რომ რამდენიმე მოძალადე პოლიციელის საქციელი 45 000-მდე ჩვენს გმირ პოლიციელზე განეზოგადებინათ და „მოძალადის იარლიყი“ ძალოვან უწყებებში მომუშავე ყველა სამართალდამცველისთვის მიეწებებინათ.

გვახსოვს, გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კამიტით მოწამვლის დაბრალება. ეს ზღაპარი კიდევ უფრო აბსურდული აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილის წამებისა და მოკვლის ამბავი, თან იმის ფონზე, რომ მოწამლული თუთიყუშის გარდა არავინ აღმოჩნდა.

აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენი დღის წესრიგი საქართველოს მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, მავნებლობა და ჩვენი მოქალაქეების ფაშისტური მეთოდებით იძულებაა, რომ თქვენი შეთხზული ზღაპრები დაიჯერონ. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!“ - წერს მაჭავარიანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია: რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება

გიორგი გამსახურდია: რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება

იმედი

უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა

უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა

იმედი

Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს

Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს

იმედი

დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, უსამშობლო ადამიანები, აგენტურა და მათი მფარველები ვერ პატიობენ ივანიშვილს იმ უდიდეს პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც მან 2012 წელს გააკეთა

დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, უსამშობლო ადამიანები, აგენტურა და მათი მფარველები ვერ პატიობენ ივანიშვილს იმ უდიდეს პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც მან 2012 წელს გააკეთა

იმედი