მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა
უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა

უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს ირინა მუდრას კორუფციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 მილიონი გრივნის, ანუ 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მუდრამ განაცხადა, გირაოს თანხის მოძიებას, მათ შორის მეგობრების დახმარებით, შეეცდება.

პროკურატურა თავდაპირველად მუდრასთვის პატიმრობასა და 150 მილიონი გრივნის, დაახლოებით 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მედიის ცნობით, მუდრას უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. გამოძიება დეპუტატსა და ბიზნესმენ ვადიმ სტოლარსა და ყოფილ დეპუტატ მაქსიმ მიკიტასს უკავშირდება.

NABU-ს ინფორმაციით, საქმის ფიგურანტები 150 მილიონი გრივნის, დაახლოებით 3,4 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებაში არიან ბრალდებულნი. თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sense Bank-ის მეშვეობით უნდა გათეთრებულიყო სხვა კორუფციულ საქმეზე ბრალდებული პირისთვის გირაოს გადახდის შედეგად. გამოძიების თანახმად, ეს საქმე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის პერიოდში გამოვლენილ ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ შემთხვევად მიიჩნევა.

გამომძიებლების მტკიცებით, მუდრას, რომელიც პრეზიდენტის ოფისში სასამართლო საკითხებსა და რეფორმებზე იყო პასუხისმგებელი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს გირაოს გადასახდელად საჭირო თანხის მოძიებაში დახმარება ევალებოდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მუდრა 19 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ გახდა ცნობილი.

20 აგვისტოს NABU-მ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ბიუროს განცხადებით, მუდრას სავარაუდო დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მიუთითებს. ჯგუფი უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებაში იყო ჩართული.

მუდრა ყველა ბრალდებას უარყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 268 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →დოლარი →სასამართლომ →

მსგავსი სტატიები

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის

ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს  მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

იმედი