
Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს
პაკისტანმა და ირანმა მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, ასევე მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას შეეხებოდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაკვი თეირანში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც ირანის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა შეხვედრა.
პაკისტანური მხარის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნის არმიის მეთაურ ასიმ მუნირსა და ირანის ხელმძღვანელობას შორის გაიმართა, მხარეებმა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებზე, ჰორმუზის სრუტის გახსნასა და კონფლიქტის დასრულების გზებზე იმსჯელეს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და დავის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობებზე, წერს სააგენტო.
„ირანის პრეზიდენტმა გულწრფელად გაგვიზიარა თავისი მთავრობის ხედვა და ჩვენ აზრთა ძალიან კონსტრუქციული გაცვლა გვქონდა ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო“, - განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიზიტის შეჯამებისას.
Reuters-ის ინფორმაციით, ასიმ მუნირი თეირანში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.
იმედი
წყარო: imedinews.ge