
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულთა შეწყალებას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 9, აქციების დროს დაკავებულია. დაკავებულთა მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა რამდენიმე ადამიანმა, საპატიმროები გუშინ დატოვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge