
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის
ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოკუპაციის პრობლემის მოგვარების სააკაშვილისეული ხედვა ომის რიტორიკად, ოპოზიციაშივე შეფასდა და ერთმანეთს პატიმარი სააკაშვილი და ნიკა გვარამია საჯაროდ დაუპირისპირდნენ.
„ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ ისინი [ოპოზიცია], რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის, რამხელა ისტერია ჰქონდათ მოწყობილი, როდესაც ჰუმანიტარული მიზნებისთვის საწვავი შეიტანეს ოკუპირებულ აფხაზეთში“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, საქართველოს ტერიტორიებს „ტრავმულ მეხსიერებად“ წარმოაჩენს, თუმცა, ყოფილ თანაპარტიელს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილსაც ედავება.
იმედი
წყარო: imedinews.ge