მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული

იმედი|imedinews.ge

ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, მათი მოთხოვნაა დასანქცირდეს „იმედი“, „პოსტივი“, „რუსთავი 2“ და ამით პირდაპირ ლუსტრირებას ახდენენ, რომ საქართველოში უნდა დარჩეს მხოლოდ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მაუწყებლობა.

„ეს მორიგი რეზოლუციაა. ჩვენთვის აქ ახალი არაფერი ყოფილა. თუ არ ვცდები, ხუთი რეზოლუცია ვიხილეთ მანამდე. ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მაგალითად, მათ მოთხოვნას, რომ უნდა დასანქცირდეს „იმედი“, „პოსტივი“, „რუსთავი 2“. ამით პირდაპირ ლუსტრირებას ახდენენ, რომ საქართველოში უნდა დარჩეს მხოლოდ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მაუწყებლობა. ზუსტად იმის დასტურია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი გულშემატკივრობენ საქართველოში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ აგენტურას, ვისაც ეყრდნობიან და რა თქმა უნდა, მათ ხელქვეშ არსებულ მედიასაშუალებებს. დანარჩენი, ფაქტობრივად იგივე მეორდება, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ, არჩევნები უნდა ჩატარდეს, როდესაც ერთი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მსგავსი საკითხები, რომლებიც ჩვენთვის ახალი არ არის.

სეგრეგაციასთან დაკავშირებით თემას ორად გავყოფდი. ერთია განცხადება, რომელიც ქალბატონმა კოსმა გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ თურმე დღის წესრიგში ყოფილა ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით ის, რომ ახალ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება. უნდა შევიდნენ ევროკავშირის გაერთიანებაში ისე, რომ ის ვალდებულებები გაიზიარონ, რა ვალდებულებებიც აქვთ არსებულ წევრებსაც, ხოლო ხმის უფლებასთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ჩამორთმეული ხმის რეჟიმში, რაც პირდაპირ სეგრეგაციას ნიშნავს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი აშშ-ირანის მემორანდუმის გამო ისრაელის „ისტერიკას“ აკრიტიკებს - შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების ყოველი ცალკეული პრობლემისგან თავის დაღწევა უბრალოდ ძალისმიერი მეთოდებით სცადოთ

ჯეი დი ვენსი აშშ-ირანის მემორანდუმის გამო ისრაელის „ისტერიკას“ აკრიტიკებს - შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების ყოველი ცალკეული პრობლემისგან თავის დაღწევა უბრალოდ ძალისმიერი მეთოდებით სცადოთ

იმედი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

იმედი

Der Spiegel: ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების მიღების წესების შეზღუდვას გეგმავს - აღნიშნული ინიციატივა, სავარაუდოდ, გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ეხება

Der Spiegel: ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების მიღების წესების შეზღუდვას გეგმავს - აღნიშნული ინიციატივა, სავარაუდოდ, გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ეხება

იმედი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა

იმედი