
ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება
ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება მოღალატეობრივია.
„ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. იგი გარე დავალებების მიხედვით ცდილობს ამ შემთხვევაში, რომ გატესტოს ჩვენი მოქალაქეების რეაქცია აფხაზეთთან მიმართებით. თვითონ „ნაცებში“ დაპირისპირება, უშუალოდ პარტიებში, ალიანსში, ერთის მხრივ, ბუნებრივი პროცესია, მეორეს მხრივ ხელოვნური“ - აღნიშნა მან.
ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით, ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად, უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.
იმედი
წყარო: imedinews.ge