მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად

იმედი|imedinews.ge

ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი პრემიერის მიერ გრანტების მართვის სააგენტოს დახურვაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა ის, თუ როგორ მოქმედებდნენ მაგალითად USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად.

ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, რა ტიპის შეურაცხმყოფელ კამპანიებს აწარმოებდნენ, მაგალითად საპატრიარქოსა და უწმინდესის წინააღმდეგ, როგორ ლობირებდნენ სხვადასხვა კამპანიით ლგბტ დღის წესრიგის ნორმალიზებას საქართველოში. მსგავსი ბევრი რამ შეგვიძლია, გავიხსენოთ, რომელიც აბსოლუტურად არც ერთი არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „ენჯეოებს“ იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

იმედი

პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

იმედი