მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს
ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს

იმედი|imedinews.ge

რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, რომ თავიდან ბოლომდე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს.

ვინაიდან მათმა პატრონებმა უყურეს და 14 წლის განმავლობაში როდესაც ფსონს დებდნენ ერთი და იგივე კონფიგურაციაზე, 10 არჩევნები მოვუგეთ. დაიწყეს ეს პროცესი 2025 წლის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გამიჯვნით და სურთ, რომ 2028 წლისთვის ეს ორი პარტია ჰყავდეთ ცალკე გადადებული, თითქოს ისინი დამოუკიდებელ ძალებს წარმოადგენენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილიBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი