მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ
ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ

ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ

იმედი|imedinews.ge

უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს.

„ასეთი ტიპის უსამართლობა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მათთვისაა კონტრპროდუქტიული. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ინსტიტუტების მიმართ განწყობები მკვეთრად შეცვლილია, როდესაც ასეთ უაზრო რეზოლუციებს იღებენ. ძალიან ბევრი ტყუილია ჩაწერილი და რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯო უილსონის იდეებითაა გაჟღენთილი. ყველამ ვიცით, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს. ეს FARA-ს დოკუმენტებითაა დამტკიცებული. იღებენ უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებულ რეზოლუციას და ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ. ყოველი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე და უსამართლო გადაწყვეტილებიდან, განცხადებიდან შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებამდე და განცხადებამდე საკუთარ რეპუტაციას იზიანებენ. დროა, გონს მოეგონ, ვინაიდან ისეთ პროცესში არიან შესულები, საიდანაც უკან გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ქართველ ხალხთან ძალიან ბევრი ბოდიში ექნებათ მოსახდელი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი