მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ .

მახაშვილმა მოიშველია სტატისტიკა და საერთაშორისო კვლევები, რომლებსაც თავად ევროკომისია ეყრდნობა. კერძოდ, მისივე თქმით, ეს არის მსოფლიო ბანკის, ჩენდლერის ინსტიტუტისა და თავად ევროკომისიის კვლევები, სადაც საქართველოს არა თუ მოლდოვასა და უკრაინაზე, სხვა კანდიდატ ქვეყნებზე უკეთესი პოზიციები აქვს, თუმცა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის უსამართლო.

„უსამართლო შეფასებები, უსამართლო ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას სპეციალურად, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა და მათ შორის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიც სწორედ ესაა. თორემ, საქართველოს ხომ არ აქვს მარტო უვიზო მიმოსვლა - 51 ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. არც ერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული, რაც მართლა ვიზალიბერალიზაციის სტრუქტურას ეხება - საზღვრის მართვიდან დაწყებული, თავშესაფრის პოლიტიკით დასრულებული, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს აქციონ თავდასხმის იარაღად“, - განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირის მიმართ ნდობაა შერყეული და რეპუტაცია გაცამტვერებული, რომლის აღდგენას წლები დასჭირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი