მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა

ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა

იმედი|imedinews.ge

ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ საქართველომ გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები ​აღადგინოს.

„ის მოხდა, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდით - ნორმალური დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ გერმანიიდან რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვდით, ვითხოვდით ელემენტარულ ნაბიჯს, რომელიც გამოხატავდა იმას, რომ არის ნორმალური, პროტოკოლური თუ სხვა ტიპის ურთიერთბა ორ ქვეყანას შორის და რომელიც გამოხატავდა ერთგვარ პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის არჩევანისა და ზოგადად, ქვეყნისადმი დამოკიდებულებას“, - განაცხადა მახაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ყოფილ ელჩს, პიტერ ფიშერს განსაკუთრებული როლი ჰქონდა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ჩიხში შეყვანაზე.

„ის, რომ დღეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები ერთგვარ ჩიხშია შეყვანილი, ამაში „განსაკუთრებული როლი“ აქვს წინა ელჩს, პიტერ ფიშერს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ელჩზე, ელჩის კომპეტენტურობაზე, პროფესიონალიზმზე, მის დიპლომატიურობაზე და ა.შ. სწორედ ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც შეიძლება გერმანიის პოზიცია იყოს კრიტიკული, მაგრამ მის დიპლომატიურ წარმომადგენელს ჰქონდა განსაკუთრებული ხისტი და უხეში დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ რეალობამდე, სადამდეც მივედით.

დღეს რაც მოხდა, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ელჩს (პიტერ ფიშერი) წასვლიდან სულ რამდენიმე დღეში გერმანიამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები და ნორმალური ნაბიჯები, რომელიც ნორმალურ პირობებში ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა.

„ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხაBM.GE
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი