მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან

იმედი|imedinews.ge

იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.

კითხვაზე, 2028 წლის არჩევნებზე რამდენად სანდო იქნება იმ ორგანიზაციის დასკვნა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დადებითი შეფასების შემდეგ დააბულინგეს და რის შემდეგაც, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებაზე უარი თქვა, მახაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ლეგიტიმური კითხვაა და საზოგადოებისთვის ამაზე პასუხი მკაფიოა.

„ეს კითხვა, ალბათ იმათ უნდა დაუსვათ, რომლებიც სწორედაც ამ ორგანიზაციას ამუშავებენ - რა აზრი აქვს შენი ორგანიზაციის მოქმედებას, თუ ჯო უილსონი და რასა იუკნევიჩიენე საკუთარი შეხედულებისამებრ მერე სხვა ბეჭედს დაასვამენ?! იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან. ეს აცლის იმ ფუნდამენტს, რომელზეც უნდა იდგეს, წესით და რიგით, ეს ორგანიზაცია. არა მხოლოდ ამ ორგანიზაციას ანგრევს ასეთი დამოკიდებულება, საერთოდ, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს არღვევს და ამის შემდგომ, რუსეთის, ჩინეთის და ირანის კრიტიკა, აბსოლუტურად მორალისა და აზრისგანაა დაცლილი“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი