
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ ამომრჩევლები წინადადებას უარყოფენ. ბოლო გამოკითხვით, 62% წინააღმდეგია, ხოლო 36% მხარს უჭერს.
თუმცა, სოციოლოგ ფაბიო ვასერფალენის თქმით, რადგან ცვლილებების მომხრეები ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე არსებული სტატუს-კვოს დამცველები, ეს სხვაობა შესაძლოა შემცირდეს.
შვეიცარიულმა ნეიტრალიტეტმა, რომელიც საერთაშორისოდ 1815 წლიდან არის აღიარებული, ხოლო 1848 წლიდან ქვეყნის კონსტიტუციის ნაწილია, შვეიცარია ორივე მსოფლიო ომს აარიდა.
შვეიცარიული ნეიტრალიტეტის პირობები კონსტიტუციაში ცალკეული, კონკრეტული მუხლებით არ არის გაწერილი. მისი ფარგლები განისაზღვრება 1907 წლის ჰააგის კონვენციით, რომლის თანახმადაც, ნეიტრალურმა ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან თავიანთი ტერიტორიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება და მეომარ მხარეებს შორის მიუკერძოებლობა უნდა შეინარჩუნონ.
იმედი
წყარო: imedinews.ge