მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მოსკოვი ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაძლიერებას განიხილავს, მათ შორის კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ეს ნაბიჯი Wildberries-ისა და Ozon-ის საწყობებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განიხილება.

წყაროების ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად ჩაიშალა და კონფლიქტის მხარეები საწყის წერტილს დაუბრუნდნენ.

გამოცემის თანამოსაუბრეების განცხადებით, პუტინი ომს სანქციების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური ზეწოლისა და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის დარტყმების გამო არ შეწყვეტს.

წყაროების ცნობით, მოსკოვი უკრაინის დარტყმებს სულ უფრო მეტად აღიქვამს ნატოს ქვეყნების თავდასხმად, ვინაიდან ალიანსის წევრები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ. მათივე თქმით, საომარი მოქმედებების მიმდინარე ფაზას სამხედრო ესკალაციის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

ომის დასასრულებლად აშშ-ის ძალისხმევას ჯერჯერობით გარღვევა არ მოჰყოლია, ხოლო მოლაპარაკებები შეჩერდა, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებას ირანთან კონფლიქტზე ამახვილებს.

გამოცემის ცნობით, კრემლს აღარ აქვს იმ შეთანხმებების შესრულების მოლოდინი, რომლებსაც პუტინმა და ტრამპმა, სავარაუდოდ, გასულ აგვისტოს ალასკის სამიტზე მიაღწიეს. აღნიშნული შეთანხმებები დონეცკის ოლქის დათმობის მიზნით უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლას ითვალისწინებდა. კიევი დონბასის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ პუტინის მოთხოვნას თანმიმდევრულად უარყოფს.

დიპლომატიური პროგრესის არარსებობის ფონზე, კრემლთან დაახლოებული ოთხი წყაროს ცნობით, მოსკოვი ომის მიზნების მისაღწევად შემდგომი ესკალაციის გარდა თითქმის ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ კუშნერი და უიტკოფი ახალ წინადადებებს წარადგენენ, გარღვევის მოლოდინი ძალიან დაბალია.

ორი წყაროს ცნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ ომის განმავლობაში დათმობებზე უკვე წავიდნენ და თითოეულმა მათგანმა რუსეთის პოზიციები დაასუსტა. ალასკის სამიტი იქ აღიქმება კიდევ ერთ კომპრომისად, რომელმაც კრახი განიცადა.

კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, რუსეთის სულ უფრო მეტი ოფიციალური პირი მიდის დასკვნამდე, რომ უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, პუტინმა უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს. მოსკოვში ამ საკითხზე ხისტმა დისკუსიებმა ბოლო დროს იმატა, რადგან პუტინისთვის ერთადერთი რამ, რაც ომის გაგრძელებაზე უარესია - მასში დამარცხებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღოფორმულა
  • ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტის, Storm Shadow-ს წარმოებაში დაეხმარებაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →შეთანხმება →კიევში →

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

იმედი

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

იმედი