მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. ღიმილისმომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა
ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. ღიმილისმომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა

იმედი|imedinews.ge

ღიმილისმომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, თუ რეალურად ვინ უშლის ხელს დიალოგს.

„ევროპარლამენტმა ყველაფერს დაარქვა საბოლოოდ თავისი სახელი. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, პარტნიორობის ხელის შემშლელი. ეს არის სწორედ ევროპარლამენტი და მისი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ათასი უმისამართო ბრალდებებით ცდილობენ ამ ურთიერთობების ჩაშლას. მითუმეტეს ღიმილისმომგვრელია ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი