მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე: დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს - რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს
ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე: დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს - რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს

იმედი|imedinews.ge

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მან პროექტს მიკერძოეული უწოდა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.

მახაშვილის შეფასებით, დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს.

„რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?

ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.

ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე “სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო უილსონთანაც არის დაკავშირებული. ბატონო თავმჯდომარევ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პროცესი →

მსგავსი სტატიები

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს