მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკას, კადრებსაც. რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივებს
ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკას, კადრებსაც. რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივებს

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკასაც, კადრებსაც. რაც შეიძლება ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივებს და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია.

„შეგვიძლია ორ მიზნად შევაჯამოთ ჩვენი დელეგაციის მიზანი ამ გაერთიანებაში მონაწილეობის. პირველი არის პოლიტიკური კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე და ჩვენი პოზიციების კიდევ ერთხელ გაცნობა. შეჯამება წინა კომუნიკაციებიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯების, შემდგომი მოლოდინების და ამ მხრივ საკმაოდ მდიდარი იყო ეს ნახევარი დღე ამ მიმართულებით. და მეორე, ეს არის დაკავშირებადობის საკითხი. საქართველოს მნიშვნელობა ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის ნაწილში ერთიათად არის გაზრდილი ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკური ქაოსის და ცვლილებების ფონზე და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანიც არის, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრის მიზანიც ეს არის, რომ წინ წაწიოს საქართველოს ინტერესები, საქართველოს როლი ამ პროცესში, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს. ძალიან საინტერესო კომუნიკაცია იყო ბევრ ლიდერთან. განსაკუთრებით გამოსაყოფია უკრაინის პრეზიდენტთან კომუნიკაცია. მათი ინიციატივით შემდგარი კომუნიკაცია“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი გადახედავს მის უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც მათ შორის ელჩის გაწვევას უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის და მეგობრობის ფორმატში უკრაინასთან ურთიერთობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • შემობრუნება აშშ-უკრაინის ურთიერთობებში - რა შედეგით დასრულდა ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში?BM.GE
  • ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“ფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ინიციატივა →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

იმედი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს

იმედი

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

იმედი