მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმავებით სამუშაოებს, - აცხადებს კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავა.

მისი თქმით, Tristao Da Cunha პირველ რიგში შეუდგება ტალღმტეხერის არხის მოწყობის მიზნით დაღრმავებით სამუშაოებს, რისთვისაც დასჭირდება დაახლოებით 1 თვე, რის შემდეგაც აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის დაღრმავებაზე გადაინაცვლებს.

„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ პრინციპით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან და პარტნიორ კომპანიასთან ითანამშრომლოს, რაც პორტის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით - ზურაბ სიჭინავარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

იმედი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი