
ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად, სწორად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მათ პატივი სცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩეველს
რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად, სწორად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მათ პატივი სცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩეველს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ყველა, ვინც ჩარჩოდან გადის, აღარ არის პოლიტიკური პარტია, არამედ ის არის ჩვეულებრივი რადიკალური დაჯგუფება.
„რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად, სწორად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მათ პატივი სცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩეველს. როდესაც ამომრჩეველი მათ დაავალებს კონკრეტულ პოლიტიკურ საქმიანობას მანდატების სახით, კი არ დახიონ და ქუჩაში კი არ გავიდნენ, ქუჩაში კი არ გადაიტანონ რადიკალიზაციის პროცესი, არამედ კონსტრუქციულ ჩარჩოებში, საპარლამენტო კედლებში მოაქციონ ეს პროცესი. ყველა, ვინც ამ ჩარჩოს გადის, აღარ არის პოლიტიკური პარტია. ის არის ჩვეულებრივი რადიკალური დაჯგუფება. ამ ვიზიტის ფარგლებშიც აღნიშნულმა დელეგაციამ სწორედ ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა. ვისაც გაგონება უნდა, მან უნდა გაიგოს და ვისაც არ უნდა, ესეც ნათელი გზავნილი იქნება. მათ შორის ამერიკელებისთვისაც“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები შეაჯამა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge