მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მომზადებულ და მიღებულ რეზოლუციაზე თბილისში პოლიტიკური შეფასებები კეთდება. დოკუმენტს, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს, ხელისუფლებისთვის ფასი არ აქვს და საქართველოს მტრობად ფასდება.

„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის, რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ - არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი - კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68-მ დაუჭირა, 22-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი