მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი

იმედი|imedinews.ge

გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციით წამოყენებული მოთხოვნები რამდენად ადეკვატურია და უნდა გაითვალისწინოს თუ არა მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებამ, მახაშვილმა აღნიშნა, რომ არათუ ადეკვატურია, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თავად ეუთოს პრინციპებთან და საქმიანობასთანაც. მან მაგალითად სხვადასხვა ქვეყნანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოიყვანა, რომლებიც კრიტიკის მიუხედავად, ეუთოს რეზოლუციის ტექსტში არ ასახულა.

„გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი არჩევნები, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის - როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი სახელმწიფოების: ბოსნია, ალბანეთი მოლდოვა - არც ერთი მათგანი საქართველოზე არა თუ უკეთესი არ იყო, ვთქვათ ორგანიზებით, რიგების მართვით, თავისუფლებით და ასე შემდეგ, არამედ პირიქით, უამრავი პრობლემა იყო ამ სახელმწიფოებში, მაგრამ საზოგადოებას რაიმე სმენია, ვინმესგან კომენტარი, რომელიმე რეზოლუციაში ჩაიწერა ან განცხადებები გაკეთებულა?!“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ამგვარი ორმაგი მიდგომების მიზეზი არის ის, რომ საქართველომ გადაწყვიტა ომის მოჯადოებული წრიდან გამოსვლა.

„საქართველომ, ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომებისა და დაპირისპირებების ნორმის მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას და პირიქით, მას უნდა, რომ სახელმწიფო გადაარჩინოს. ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი“, - განაცხადა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი