მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: თავისივე „ოდირის“ დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან „ოდირს“, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში, რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და განსაჯონ, რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში
ლევან მახაშვილი: თავისივე „ოდირის“ დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან „ოდირს“, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში, რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და განსაჯონ, რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში

იმედი|imedinews.ge

თავისივე „ოდირის“ დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან „ოდირს“, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში და რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და იყვნენ უმაღლესი მსაჯულები, თავად განსაჯონ რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ჯო უილსონი, კარგად გამოჩნდა საკუთარ დელეგაციასთან დაპირისპირებაშიც, რომ რომ არის თავზეხელაღებული, ყველაფერზე წამსვლელი.

„ჯო უილსონზე საზოგადოებამ კარგად იცის [დაკავშირებულია] „ნელსონ მალინსის“ კონკრეტულ ლობისტურ კომპანიასთან, რომელთანაც ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ჯერ სააკაშვილის დედას, მერე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ კორუფციულ ამბავთან დაკავშირებით იქ [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე] განცხადებაც გავაკეთე. ხუთი სკამის შემდეგ იჯდა ჯო უილსონი, ხმაც არ ამოუღია, ისე გავიდა. ასე იძერწება კონკრეტული რეზოლუციები. წინა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ჯო უილსონის რეზოლუციაში იყო ყველაფერი ჩაყრილი. კარგად გამოჩნდა საკუთარ დელეგაციასთან დაპირისპირებაშიც, რომ არის თავზეხელაღებული, ყველაფერზე წამსვლელი. ხომ იცით ახლა ვინ დააინიციირა [რეზოლუცია], ასეთი საუბრებიც იყო კარს მიღმა ბევრი დელეგაციისგან.“, - აღნიშნა მახაშვილმა.

წამყვანი დაინტერესდა, რა პასუხი ჰქონდათ დელეგაციებს იმაზე, რომ ასეთი არასერიოზული პოლიტიკოსის რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

„ასეთი პასუხი აქვთ, რომ ჯერ ერთი პატარა ქვეყანა ხართ, ჩვენც პოლიტიკოსები ვართ, ასეთია პოლიტიკური შეთანხმება და ერთგვარი პოლიტიკური გარიგება დგება. რაც ყველაზე მეტად ზიანდება, თავად ეს ორგანიზაციებია. თავისივე ოდირის დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან „ოდირს“, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში და რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და იყვნენ უმაღლესი მსაჯულები, თავად განსაჯონ რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, იმ დელეგაციებთან მუშაობაა, რომლებიც არ არიან ასე განწყობილი, ამ დელეგაციების რაოდენობა მზარდია. მე მახსოვს წინა წელს სრულიად სხვა განწყობა, წელს დელეგაციების წარმომადგენლები საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, სხვა ევროპული ქვეყნებიდან, საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერების წინააღმდეგ მიდიოდნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი