მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ
ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ

ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ შემდგომი კონკრეტული გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით გამოჩნდება, რამდენად სერიოზულად ეპყრობა უკრაინა საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს.

„ბევრი განცხადება გვინახავს, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტია, რომ დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალჩინოსნები უკრაინის მხრიდან დასანქცირებულები არიან ზელენსკის გადაწყვეტილებით, დღემდე არც უკრაინის ელჩია დანიშნული საქართველოში და არც საქართველოს ელჩი მოღვაწეობს უკრაინაში მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე რამდენიმე ქართული მსხვილი კომპანია დასანქცირებული უკრაინის მიერ, ამიტომ, კარგი განცხადება, კარგი ინიციატივა, კარგი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, პრაქტიკაში უნდა შევხედოთ რამდენად სახელმწიფოდამოკიდებულება გადაიხედება საქართველოსადმი.

ჩვენი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო, რომ თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ.

კარგი პირველი ნაბიჯია, მაგრამ შემდგომი კონკრეტული გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით ვნახავთ რამდენად სერიოზულად ეპყრობა უკრაინა ამ საკითხს. ჩვენ დიალოგისთვის არასდროს გვითქვამს უარი, მზად ვართ, ამ დიალოგის მაგიდაზე კიდევ ერთხელ დავსხდეთ, თუ იქნება უკრაინის მხრიდან სერიოზული დამოკიდებულება პრაქტიკაში საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავაBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი