მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: გვინდა, რომ საქართველოში საავიაციო სეგმენტი გავაძლიეროთ - შეხვედრებზე წარვადგინეთ საქართველოს მზარდი მგზავრთნაკადი, ვაჩვენეთ საქართველოს პოტენციალი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის. დაინტერესება იყო ძალიან დიდი
ლევან მოსეშვილი: გვინდა, რომ საქართველოში საავიაციო სეგმენტი გავაძლიეროთ - შეხვედრებზე წარვადგინეთ საქართველოს მზარდი მგზავრთნაკადი, ვაჩვენეთ საქართველოს პოტენციალი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის. დაინტერესება იყო ძალიან დიდი

იმედი|imedinews.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო Routes Europe 2026-ზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები პლატფორმა საავიაციო სეგმენტისთვის, რათა ჩვენ დავგეგმოთ ახალი მიმართულებები, შევხვდეთ საქართველოში მფრინავ ავიაკომპანიებს, ახალ ავიაკომპანიებს, დავგეგმოთ საქართველოში ახალი ავიამიმოსვლა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა. მისი თქმით, ფორუმზე ჯამში 65-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის საწინდარია.

„45-ზე მეტი შეხვედრა გვქონდა და დავგეგმეთ როგორც ახალი მიმართულებები, ასევე უკვე არსებული მიმართულებების გაზრდა, ხელშეწყობა ავიაკომპანიებისთვის და გვინდა, რომ საავიაციო სეგმენტი საქართველოში გავაძლიეროთ

კომპანიებთან შეხვედრებზე წარვადგინეთ საქართველოს მზარდი მგზავრთნაკადი, ტურისტული ნაკადების ზრდა, ვაჩვენეთ საქართველოს პოტენციალი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის. დაინტერესება იყო ძალიან დიდი, ბევრმა კომპანიამ გამოხატა დაინტერესება საქართველოს აეროპორტებით. პარალელურად ვპასუხობთ გამოწვევებს, მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ მოთხოვნებთან თანხვედრაში იყოს ინფრასტრუქტურაც; ვმუშაობთ ახალი ტერმინალების მშენებლობაზე, გვინდა, რომ დაკავშირებადობა საქართველოშიც იყოს ძალიან მოქნილი. გვინდა, რომ საქართველოს პოტენციალი პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ.

მსგავსი სახის ფორუმები არის იმის საწინდარი, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიყვანოთ საქართველოს ავიაბაზარზე. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც არსებულ, ისე ახალ ავიაკომპანიებთან. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ვნახავთ იმ შედეგებს, რაც მივაღწიეთ ამ ფორუმზე. გვინდა, რომ მეტი ქვეყანა და ქალაქი იყოს დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის აეროპორტებთან“, - განაცხადა მოსეშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი