მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს
ლევან მოსეშვილი: მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს

ლევან მოსეშვილი: მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს

იმედი|imedinews.ge

მესტიისა და თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა ქვეყნის შიგნით ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანებამ ორივე აეროპორტის სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„აღნიშნული გამოწვეულია ქვეყანაში მზარდი ტურისტული ნაკადებითა და შიდა მგზავრთნაკადის მატებით. მესტიის აეროპორტის ტერმინალი 2010 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს კი მესტიის მიმართულებით ნაკადები იმდენად გაიზარდა, რომ არსებული ფართობი მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზების საშუალებას არ გვაძლევს.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესტიის აეროპორტს ახალი, თანამედროვე დიზაინისა და უფრო დიდი ფართობის ტერმინალი ჰქონდეს, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონის განვითარებაზე, როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური კუთხით“, - აცხადებს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობით თელავის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

„რაც შეეხება თელავის აეროპორტს, წლების განმავლობაში ის იყო უფუნქციო. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობით ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს ვძენთ თელავის აეროპორტს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით მობილობას და კახეთის რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შიო მესამე: წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე

Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება

Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება

იმედი

არჩილ გორდულაძე: წარსულში ხომ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო?! ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერას ამოწმებს, პარალელურად კი ევროპაში ჯარების შემცირებას განიხილავს

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერას ამოწმებს, პარალელურად კი ევროპაში ჯარების შემცირებას განიხილავს

იმედი